ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ ერაყის გარას რეგიონში PKK/KCK-ს 3 ტერორისტი გაანეიტრალა

ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ ერაყის გარას რეგიონში PKK/KCK-ს 3 ტერორისტი გაანეიტრალა

1840245
ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ ერაყის გარას რეგიონში PKK/KCK-ს 3 ტერორისტი გაანეიტრალა

თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MİT) ერაყის გარას რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/KCK-ის 3 ტერორისტი გაანეიტრალა.

უსაფრთხოების წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ გარაში ოპერაცია ჩატარდა.

ოპერაციის დროს PKK/KCK-ს 3 ტერორისტი განეიტრალდა.

ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში ერაყისა და სირიის ჩრდილოეთში გააქტიურებული ოპერაციების დროს ტერორისტული ორგანიზაციის ეგრეთ წოდებული ხელმძღვანელბი გაანეიტრალეს, რომელთა შორისაც არის ტერორისტული ორგანიზაცია PKK-HPG-ს ეგრეთ წოდებული მაჰმურ-კირკუკ-სულეიმანიეზე პასუხისმგებელი მეთაური, მეჰმეთ ერდოღანი, კოდური სახელით "აჰმეთ რუბარი".

გარდა ამისა, დილბირინ ქაჩარი, კოდური სახელწოდებით „როჟდა“, რომელიც PKK/YPG-ს მკვლელის სტატუსით სხვადასხვა მოქმედებებში მონაწილეობდა, გასულ კვირას სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს დააკავეს და თურქეთში ჩამოიყვანეს.



მსგავსი ინფორმაციები