ბლინკენი ალიევსა და პაშინიანს მოუწოდებს "პრიორიტეტი მიანიჭონ სამშვიდობო მოლაპარაკებებს"

ბლინკენი ალიევსა და პაშინიანს მოუწოდებს "არ გაზარდონ დაძაბულობა რეგიონში" და "პრიორიტეტი მიანიჭონ სამშვიდობო მოლაპარაკებებს"

1808076
ბლინკენი ალიევსა და პაშინიანს მოუწოდებს "პრიორიტეტი მიანიჭონ სამშვიდობო მოლაპარაკებებს"

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენტონი ბლინკენმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან საუბრის დროს მოუწოდა "არ გაზარდონ დაძაბულობა რეგიონში" და "პრიორიტეტი მიანიჭონ სამშვიდობო მოლაპარაკებებს".

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენს ცალკე სატელეფონო საუბრები ჰქონდა ალიევთან და პაშინიანთან.

განცხადების მიხედვით, ბლინკენმა ორივე ლიდერთან საუბარში აღნიშნა, რომ ისინი გმობენ რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე და ამ ვითარებას არ ეთანხმებიან.

ბლინკენმა, რომელმაც ხაზი გაუსვა სიმშვიდის, დაძაბულობის დეესკალაციის და დიპლომატიის მნიშვნელობას, ალიევსა და პაშინიანს მოუწოდა „პრიორიტეტი მიანიჭონ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს“.

აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ალიევსა და პაშინიანს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრის მნიშვნელობაზე მიუთითა და თქვა, რომ ამერიკა მზადაა მხარი დაუჭიროს ორივე ქვეყანას ყველა დიპლომატიური კუთხით.

გასულ კვირას თავის განცხადებაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა აღნიშნა, რომ საჭიროა რაც შეიძლება მალე ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთთან. „მე ვფიქრობ, რომ ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრების ხელშეუხებლობის ურთიერთაღიარების და შემდეგ საზღვრების დემარკაციის საფუძველზე კავკასიაში მშვიდობა მოვა“. - აღნისნა ილჰამ ალიევმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მზად არიან დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმებისთვის.

ალიევი და პაშინიანი დღეს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში შეხვდებიან.


საკვანძო სიტყვები: #აზერბაიჯანი , #სომხეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები