გაერომ ერთთვიანი ომის მშვიდობიან მოსახლეობაზე შედეგები გამოაქვეყნა

“უკრაინაში სულ მცირე 1119 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1790 დაშავდა“

1802838
გაერომ ერთთვიანი ომის მშვიდობიან მოსახლეობაზე შედეგები გამოაქვეყნა

გაეროს ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის დროს უკრაინაში სულ მცირე 1119 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 1790 დაშავდა, ხოლო 3 მილიონ 821 ათას 49 ლტოლვილი მეზობელ ქვეყნებში გადავიდა. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) მიერ გაკეთებულ განცხადებაში გაზიარებულია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემები უკრაინაში ლტოლვილთა კრიზისთან დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ 24 თებერვლიდან 26 მარტამდე, უკრაინიდან 3 მილიონ 821 ათას 49 ლტოლვილი გავიდა და მათგან ნახევარზე მეტი პოლონეთში, დანარჩენები სხვა მეზობელ ქვეყნებში. აქედან პოლონეთში გადავიდა 2 მილიონ 267 ათასი, რუმინეთში 587 ათასი, მოლდოვაში 381 ათასი, უნგრეთში 349 ათასი და სლოვაკეთში (272 ათასი. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ 21-23 თებერვალს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან რუსეთში გადავიდა 50 ათასი ლტოლვილი.

გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იტყობინება, რომ 6,5 მილიონი მშვიდობიანი მოქალაქე კი იძულებით გადაადგილებული გახდა უკრაინის შიგნითაც, რითაც დევნილთა საერთო რაოდენობა მეზობელ ქვეყნებში გადასულ ლტოლვილებთან ერთად 10 მილიონამდე გაიზარდა. ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი დადგენილზე ბევრად მეტი შეიძლება იყოს.



მსგავსი ინფორმაციები