ირანში საბრძოლო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

ირანში საბრძოლო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

1782043
ირანში საბრძოლო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ, თავრიზში სამხედრო სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ირანული მედიის ცნობით, F5 ტიპის სასწავლო თვითმფრინავი თავრიზში საცხოვრებელ უბანში ჩამოვარდა. აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის კრიზისების მართვის გენერალურმა მენეჯერმა მუჰამედ ბაქირ ჰუნერბერმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მანქანას და სკოლის კედელს დაეჯახა, სადაც მოსწავლეები არ იყვნენ. მისივე განცხადებით, ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავში მყოფი ორი ადამიანი და მანქანაში მყოფი ერთი ადამიანი დაიღუპა.

მეორეს მხრივ, ირანელი ოფიციალური პირის თქმით, ავარიის გამომწვევი მიზეზების გამოძიება გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები