საქართველოში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელı სამება იყო

1778184
საქართველოში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტიდან და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, გუშინ, ადგილობრივი დროით 22:25 საათზე 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სოფელი სამება იყო, დედაქალაქ თბილისშიც იგრძნობოდა.

მიწისძვრა სომხეთშიც მოხდა. კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის (AFAD) Twitter-ის ანგარიშით გაკეტებულ პოსტში ნათქვამია, რომ გუშინ, ადგილობრივი დროით 21:25 საათზე სომხეთის ქალაქ შირაქთან 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

„სომხეთში მომხდარი 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, მიწისძვრის ეპიცენტრთან უახლოესი ჩვენი რაიონის ყარსის რაიონ აქიაქადან დროისთვის უარყოფითი ინფორმაცია არ მიგვიღია.“

მიწისძვრა დედამიწის ზედაპირიდან 5,61 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსიდა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #საქართველო

მსგავსი ინფორმაციები