PKK-ს თვითნებობა სირიაში გრძელდება

ტერორისტული ორგანიზაცია ზეწოლებს ახორციელებენ მათთვის არასასურველ მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებზე

1775352
PKK-ს თვითნებობა სირიაში გრძელდება

რეპორტიორებმა საზღვრების გარეშე  (რსგ), სირიაში მოქმედ სეპარატისტულ ტერ-ორგანიზაცია YPG/PKK-ს მოუწოდეს, მათი მხრიდან გატაცებული 2 ოპოზიციური ჟურნალისტი "დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.". პარიზში დაფუძნებულმა სგრ-მა, სოციალურ ქსელ Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში, სეპარატისტების მხრიდან სირიაში, მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისა და მათთვის მუშაობის ხელისშემშლელ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ ერბილში მოქმედი ტელეარხი Rudaw-ი ტერ-ორგანიზაციამ იძულებით დაიხურა იმ მოტივით, რომ მან ვითომც “დაარღვია მედიის კანონმდებლობა“ და ამიტომ, სგრ-მა, “დაგმო ტელეარხის ამ ბუნდოვანი საბაბით დახურვა.“ გარდა ამისა, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა, ქალაქ ქამიშლიში მდებარე სახლებიდან გაიტაცეს 2 ჟურნალისტი, "ARK News"-ის რეპორტიორი საბრი ფაჰრი და "Yekiti Media"-ს თანამშრომელი ბავერ მოლა აჰმედი და ისინი გაურკვეველ ადგილას წაიყვანეს რა, სწორედ ამ ჟურნალისტების დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს სგრ-ი. ამის პარალელურად, YPG/PKK-მ სამი დღის წინ ჩრდილოეთ სირიაში აკრძალა ტელეარხ Rudaw-ის საქმიანობა  იმ მოტივით, რომ იგი თავისი გადაცემებით ვითომც "აზიანებს რეგიონის სოციალურ სტრუქტურას." აღსანიშნავია ისიც, რომ ასადის რეჟიმის მედიასაშუალებები თავისუფლად მოქმედებენ ქურთული ტერ-ორგანიზაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში.


საკვანძო სიტყვები: #სირია , #PKK

მსგავსი ინფორმაციები