ირანის ახალი მთავრობა გეგმავს ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას

ირანის ახალი მთავრობა გეგმავს ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას

1700236
ირანის ახალი მთავრობა გეგმავს ბირთვული მოლაპარაკებების განახლებას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანმა თქვა, რომ ისინი გეგმავენ გააგრძელონ ბირთვული მოლაპარაკებები, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარეობდა წინა მთავრობის დროს და შეწყდა ივნისში.

ბდულაჰიანმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში დასმულს შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა 2018 წელში ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელისუფლების მიერ ცალმხრივად შეწყვეტილი ბირთვულ შეთანხმების აღსადგენად დასავლეთთან მიმდინარე, მაგრამ ივნისში შეწყვეტილ მოლაპარაკებას, განაცხადა: "ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მივესალმებით იმ მოლაპარაკებებს, რომლებშიც ირანის ხალხის ინტერესები იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენ არ ვცდილობთ თავი დააღწიოთ მოლაპარაკებების მაგიდას და მე -13 მთავრობა მხოლოდ კონკრეტული მიღწევების შესაბამისად გააგრძელებს მოლაპარაკებებს, რომელიც დააკმაყოფილებს ირანისა და მისი ხალხის ინტერესებს.“

მან აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაზე მინიშნებით, რომელშიც ისრაელის პრემიერ მინისტრთან ნაფტალი ბენეტთან თეთრ სახლში 27 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ "თუ დიპლომატიაში წარმატება ვერ იქნება მიღწეული, ჩვენ მზად ვართ სხვა ვარიანტებს მივმართოთ", განაცხადა: "ევროკავშირის წარმომადგენლებსაც ვუთხარი რომ არანაირი შედეგი არ იქნებათ, თუ ამერიკელები არ შეწყვეტენ ირანის წინააღმდეგ მუქარის შემცველ ენას."

კითხვაზე, თუ როდის დაიწყება ვენაში ბირთვული მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი, აბდულაჰიანმა უპასუხა: "მეორე მხარემ იცის, რომ ირანში ახალი მთავრობის ფორმირებას ორი ან სამი თვე დასჭირდება და შეუძლია თავისი გეგმები ამ მიმართულებით გააკეთოს. მოლაპარაკებების საკითხი ნამდვილად არის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის დღის წესრიგში."



მსგავსი ინფორმაციები