სომხეთის შტაბის უფროსი დროებით რჩება თანამდებობაზე

იგი დაელოდება უმაღლესი სასამართლოს განაჩენს

1603716
სომხეთის შტაბის უფროსი დროებით რჩება თანამდებობაზე

სომხეთში ერთი თვის წინ დაწყებული ე.წ. "შტაბის უფროსის" კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება. ადმინისტრაციული სასამართლოს განაჩენით, გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი თანამდებობაზე დარჩება უმაღლესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. "შტაბის უფროსის კრიზისი" სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანსა და პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც არმიამ ე.წ. “სამხედრო მემორანდუმით“ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა. მაგრამ, ამის საპასუხოდ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი გასპარიანი გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ არმიის ეს მოწოდება არის "გადატრიალების მცდელობა." მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის პრეზიდენტმა არ დაამტკიცა პრემიერის განკარგულება, ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ  იურიდიული ვადის ამოწურვის გამო, გასპარიანის მოვალეობა დასრულებულია. ამის შემდეგ გასპარიანმა ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც გასპარიანს დაავალა,  თანამდებობაზე,  დარჩენილიყო  უმაღლესი სასამართლოს მხრიდან საბოლოო განაჩენის გამოტანამდე



მსგავსი ინფორმაციები