ილჰამ ალიევი ოკუპაციისაგან განთავისუფლებულ რეგიონს ეწვია

ამჯერად მან ფიზულისა და ჰოჯავენდის რაიონები მოინახულა

1602061
ილჰამ ალიევი ოკუპაციისაგან განთავისუფლებულ რეგიონს ეწვია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის ოკუპაციისგან განთავისუფლებულ ფიზულისა და ჰოჯავენდის რაიონებს ეწვია. პრეზიდენტის მეუღლის, მეჰრიბან ალიევას მიერ ინსტაგრამის ანგარიშზე გავრცელებულ სურათებზე ჩანს, რომ ილჰამ ალიევი მოგზაურობის დროს თვით ატარებდა ავტომობილს. ილჰამ ალიევმა გზაზე დანგრეული დასახლებები აჩვენა და თქვა, რომ ისინი გაანადგურეს და მიწასთან გაასწორეს სომხურმა ძალებმა. მისივე თქმით, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ადგილებში სამშენებლო პროექტების დაგეგმარება დაიწყეს და ახალ გზებსაც უკვე აშენებენ. “მტერს, ოკუპაციის 28 წლიან პერიოდში სურდა აზერბაიჯანის ისტორიული მემკვიდრეობის სრული განადგურება, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს. ჩვენ განვდევნეთ ისინი და ამ მიწებზე დავბრუნდით. ჩვენ, არასოდეს არ დავივიწყებთ სამშობლოს განთავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს,” ხაზგასმით აღნიშნა ილჰამ ალიევმა და დაამატა, რომ სომხეთის მხარდამჭერმა უცხოურმა წრეებმა კარგად უნდა დაინახონ ის სისასტიკე, რომელიც მათ ჩაიდინეს აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე



მსგავსი ინფორმაციები