აქტუალური თემის ანალიზი 61

ტერორის სარტყელი ჩრდილოეთ სირიაში

1590697
აქტუალური თემის ანალიზი 61

 

           

      

თურქეთის მხრიდან ერაყის ჩრდილოეთით მდებარე გარას მაღალმთიანეთში თავშეფარებული ტერ-ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ გასულ კვირას განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ, რომელიც ჩატარდა ანტიტერორისტული ბრძოლის ფარგლებში, საზოგადოებრიობის ყურადღება კვლავ ანტიტერორისტული ბრძოლისაკენ მიაპყრო. მართალია  ტერ-ორგანიზაცია PKK თურქეთში და ერაყში დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მაგრამ, სამაგიეროდ მისი სამხედრო ფრთა სირიაში PYD/YPG-ე, აშშ-ის დახმარებით კვლავ ლაღად გრძნობს თავს და კვლავ დიდ საფრთხეს წარმოადგენს თურქეთისთვის, რადგან  იგი აშშ-ის მხარდაჭერით ცდილობს სირიის ჩრდილოეთში, ერაყის ჩრდილოეთის მსგავსი ავტონომიური სუბიექტის შექმნას. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსის ჯან აჯუნის სტატიას, რომელშიც იგი წერს:

 

პკკ-ას სირიულმა ფრთამ PYD/YPG-მ, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს, განსაკუთრებით კი 2014 წელს წარმოქმნილი ქაოსით ისარგებლა რა, რადიკალური დაეშის წინააღმდეგ ბრძოლის ნიღბით, აშშ-ის დიდი მხარდაჭერა მიიღო და დაიწყო თავისი ზეგავლენის გაფართოება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებზე და დღემდე ცდილობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული სტრუქტურის შექმნას ამ რეგიონში, რომელსაც იგი ამერიკის დახმარებით ამჟამადაც აკონტროლებს. ამ ქურთულმა ტერ-ორგანიზაციამ რეგიონში მცხოვრები ზოგიერთი არაბული ელემენტებიც შემოიერთა რა, ასე ჩამოაყალიბა SDG-ს ორგანიზაცია, რომელიც ბუნებრივი რესურსებით, განსაკუთრებით ნავთობით მდიდარ რეგიონს აკონტროლებს და ამით ასადის რეჟიმის გარდა რქებს უქნევს ასევე თურქეთსაც, რუსეთსაც და ირანსაც, რომლებსაც არ სურთ რეგიონში ავტონომიური წარმონაქმნი და სირიის ტერიტორიული დაშლა. მოკლედ, SDG-ე, ვაშინგტონის სამხედრო, მატერიალური და ფინანსური დახმარებით ცდილობს რეგიონში სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებას.

მიუხედავად იმისა, რომ ასადის რეჟიმი ყოველთვის აგრძელებდა სხვადასხვა სამხედრო და პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას იმის გაცნობიერებით, თუ რა მნიშვნელობა აქვს სირიაში ბუნებრივი რესურსების ხელახლა წვდომას, რათა მისი დახმარებით მდგრადი გახდეს მისი მმართველობა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მაინც ყოველთვის აშშ-ის  დაბრკოლებას ხვდება და ამიტომ ეს ნაბიჯები ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა და ვერაფრით ვერ შესძლო სდგ-ს გაუვნებელყოფა. ასე რომ, ეს ტერ-ორგანიზაცია ერთის მხრივ ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გაყიდვისგან მიღებული შემოსავლით მდიდრდება, ხოლო მეორეს მხრივ აშშ-ის მხრიდანაც ფინანსდება. გარდა ამისა, აშშ-ის მოთხოვნის საფუძველზე სდგ-ს ფინანსურ დახმარებას უწევენ ასევე საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროებიც.

ასე თუ ისე, დღესდღეობით SDG/YPG-ე სირიაში აკონტროლებს 40,000 კვადრატულ კმ-ზე მეტს, რაც სირიის მთლიანი ტერიტორიის 30%-ს შეადგენს. თანაც მათ კონტროლ ქვეშ მყოფი ტერიტორია მოიცავს არა მხოლოდ ძვირფას ნავთობს და ბუნებრივ გაზს, არამედ მდიდარ წყლის რესურსებს და მეტად ნაყოფიერ და უხვმოსავლიან მიწებსაც, რამეთუ. სირიის სარწყავი ტერიტორიების 50%, ენერგორესურსების 70% და წყლის პოტენციალის 95% სწორედ სდგ-ს მხრიდან კონტროლირებად რეგიონებშია განლაგებული.

PYD/YPG-ე, რომელმაც რეგიონში ძალაუფლების აღება დაიწყო აშშ–ის მფარველობით და ქვეყნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ რესურსებზე კონტროლით, ყველანაირად ცდილობს შექმნას ჯერ ავტონომიური წარმონაქმნი, შემდეგ კი სრულიად დამოუკიდებელი ტერორისტული სახელმწიფო. ამიტომაც ხსენებული ორგანიზაცია სისტემატურად თავს ესხმის იმ რეგიონებს, რომლებიც თურქეთის გავლენის ქვეშ იმყოფება და მათი დაშინებითა და ჩაგვრის პოლიტიკით ცდილობს მორჩილებაში იყოლიოს მთელი ჩრდილოეთი სირია, ამისათვის კი იგი არ გაურბის როგორც რუსეთთან ურთიერთობების შენარჩუნებას, ასევე თვით ასადის რეჟიმთან თანამშრომლობასაც კი.

თუმცა, თურქეთის არმიის მიერ რეგიონში ჩატარებული სამშვიდობო ოპერაციები აჩვენებენ, რომ ანკარა არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს სირიის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და მის ჩრდილოეთ ნაწილში, ე.ი. თურქეთის საზღვრების გასწვრივ ახალი ქურთული ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას. უფრო მეტიც, ცხადლივ ჩანს ისიც, რომ თურქეთი 2021 წელშიც გააგრძელებს რეგიონში “მშვიდობის წყაროს“, “ევფრატის ფარის“ სახელწოდების ანტიტერორისტულ სამხედრო ოპერაციებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს რეგიონში სდგ-ს ზეგავლენა და ამასთან დაასუსტოს მისი სამხედრო ძალა და პოტენციალიც

ამ კონტექსტში შეიძლება სამიზნე გახდეს ქურთული ტერ-ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ მყოფი ისეთი რეგიონები, როგორიცაა ტელ რიფატი, მენბიჩი, ქობანი და ტელ ტემირი, ხოლო მის პარალელურად აქ მცხოვრები არაბული ტომებისა და ჩაგვრის ქვეშ მყოფი ქურთული მოსახლეობისადმი მხარდაჭერა, გამოიწვევს ტერ-ორგანიზაციის ყელანაირ შესუსტებას. საბოლოო ჯამში PKK-სა და მის კონტროლ ქვეშ მყოფი სხვა ტერ-ორგანიზაციების არსებობა რეგიონში მიუღებელი გახდება არა მხოლოდ თურქეთისათვის, არამედ სირია-ერაყისთვისაც, წერს SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის კვლევითი ცენტრის ანალიტიკოსი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები