სპეცოპერაცია “მშვიდობის წყაროს“ რეგიონში

ლიკვიდირებულია პკკ-ას წევრი 4 სეპარატისტი

1589028
სპეცოპერაცია “მშვიდობის წყაროს“ რეგიონში

 

ჩრდილოეთ სირიის ე.წ. “მშვიდობის წყაროს“ რეგიონში, რომელსაც თურქი ჯარები აკონტროლებენ,  სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია PKK/YPG-ს წევრი ოთხი ტერორისტი იქნა განეიტრალებული. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული ტერორისტების მხრიდან “მშვიდობის წყაროს“ რეგიონში შეღწევის მცდელობა,  წარმატებით აღკვეთილ იქნა ჩვენი ჯარების მიერ. “ჩვენმა კომანდოსებმა სპეცოპერაციის შედეგად წარმატებით გაანეიტრალეს პკკ-ას წევრი 4 მძიმედ შეიარაღებული ტერორისტი, რომლებიც მალულად ცდილობდნენ შეღწევას უსაფრთხო რეგიონში და იქ თავდასხმის განხორციელებას გეგმავდნენ“, ხაზგასმულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები