ტერორისტულმა ორგანიზაცია PKK-მ 13 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა

ტერორისტულმა ორგანიზაცია PKK-მ 13 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა

1583253
ტერორისტულმა ორგანიზაცია PKK-მ 13 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა

ერაყის ჩრდილოეთ გარაში, ოპერაცია „კლანჭი ვეფხვი-„2-ის რეგიონში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მიერ გამოქვაბულში დაკავებული 13 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობას მწვავე რეაქცია მოჰყვა...

ვიცე-პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ, დაღუპულების უჯახებს მიუსამძიმარა და განაცხადა: ”ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენს საზღვრებში და მის ფარგლებს გარეთ მანამ, სანამ არ აღმოვფხვრით ტერორიზმს”.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, „თვითერით“ გაკეთებულ განცხადებაში სამძიმარი გამოუცხადა 13 მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახს, რომლებიც „კლანჭი ვეფხვი -2“-ის ოპერაციის რეგიონში მოკლეს და დასძინა: "მშიშარმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელმაც ვერ შეძლო ჩვენს გმირ ჯარისკაცებთან დაპირისპირება, ღალატით მოკლა 13 უდანაშაულო მოქალაქე. ვუსამძიმრებთ ჩვენს ერს და დაღუპულების ოჯახებს."

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ქალინმა, მომხდართან დაკავშირებით „თვითერით“ ინგლისურ ენაზე გაკეთებულ გზავნილში აღნიშნა, რომ PKK თავს ესხმის თურქეთის და ერაყის უსაფრთხოების ძალებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და აგრძელებს ტერაქტებს სირიის ჩრდილოეთით.

"მსოფლიო დუმს. ეს სიჩუმე სამარცხვინო თანამონაწილეობაა, მაგრამ ჩვენ გაჩიმებას არ ვაპირებთ".- დასძინა ქალინმა.



მსგავსი ინფორმაციები