დავით ზალკალიანი: „თურქეთმა ჩვენ განსაკუთრებული დახმარებები გაგვიწია“

დავით ზალკალიანი: „თურქეთმა ჩვენ განსაკუთრებული დახმარებები გაგვიწია“

1554319
დავით ზალკალიანი: „თურქეთმა ჩვენ განსაკუთრებული დახმარებები გაგვიწია“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთმა, საქართველოს საგანგებო დახმარებები გაუწია. ზალკალიანმა თბილისში გამართული პრესკონფერენციის დროს საქართველო-თურქეთის ურთიერთობებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძალიან კარგია. მან პრესკონფერენციის დროს, ნატო-სთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზეც საუბრისას, აღნიშნა, რომ ეს საკითხები ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მისივე თქმით, საქარელოს მეზობელ ქვეყნებთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს.

„საქართველო და თურქეთი ორი მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები გახლავთ. მიმდინარე წელს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, კოვიდ-19-ის მიუხედავად კიდევ უფრო გაუმჯობესდა. წელს, თურქეთთან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები ძალიან დატვირთული და პროდუქტიული იყო. აქ განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თურქეთმა განსაკუთრებული დახმარება გაგვიწია. ამისათვის განსაკუთრებული მადლიერება მინდა ვუთხრა ჩვენს მეზობელს,“ განაცხადა დავით ზალკალიანმა.



მსგავსი ინფორმაციები