ილჰამ ალიევი გუბადლის რაიონს ეწვია

ილჰამ ალიევი გუბადლის რაიონს ეწვია

1550909
ილჰამ ალიევი გუბადლის რაიონს ეწვია
Aliyev Gubadlı-2.jpg

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 44 დღიანი ომის შემდეგ, სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ გუბადლის რაიონს ეწვია. ჰაიდარ ალიევს მისი მეუღლე, მიჰრიბან ალიევაც თან ახლდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კადრები, მიჰრიბან ალიევამ საკუთარ სოციალურ ქსელ, Instagram-ში გაავრცელა. კადრებში ალიევი გზად განადგურებული დასახლებების ჩვენებით ამბობს, რომ ყველა ეს  სოფელი გაანადგურა სომხურმა ძალებმა.

„მეორე მსოფლიო ომში ფაშისტებმაც კი არ ჩაიდინეს ასეთი სისასტიკე. ნახეთ, რა სახის მტერს ვებრძოდით. ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი რეგიონი, კავკასია ფაშისტებისგან. ჩვენ აღვადგენთ ყველა ამ სოფელს. ამისათვის კი მტერი პასუხს აგებს. ჩვენი ყველა ისტორიული და რელიგიური ძეგლი მტერმა გაანადგურა. მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს ეს. ჩვენი გმირი  ჯარისკაცების წყალობით გადავარჩინეთ ჩვენი მიწა. ყარაბაღი აზერბაიჯანია“, აცხადებს ალიევი კადრებში.



მსგავსი ინფორმაციები