ჩკთრ, ევროკავშირის და გაეროს განცხადებებს კვიპროსთან და ვაროსიასთან დაკავშირებით აკრიტიკებს

ჩკთრ, ევროკავშირის და გაეროს განცხადებებს კვიპროსთან და ვაროსიასთან დაკავშირებით აკრიტიკებს

1529765
ჩკთრ, ევროკავშირის და გაეროს განცხადებებს კვიპროსთან და ვაროსიასთან დაკავშირებით აკრიტიკებს

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტის პრესცენტრი, ევროკავშირის და გაეროს მხრიდან, კვიპროსთან და ვაროსიასთან (თურქულად მარაში) დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს აკრიტიკებს. ჩკთრ-ს პრეზიდენტის პრესცენტრიდან საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გავრცელდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელის და გაერო-ს პრესსპიკერის, სტეფან დიუჟარიკის 2020 წლის 15 დეკემბერს გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად შორს არიან კვიპროსის რეალობას და რამდენად მიკერძოებულია კვიპროსის საკითხი მათთვის,  ორი თანაბარი ხალხის და სახელმწიფოს თვალსაზრისით.

განცხადებაში ასევე ხაზგასმით აღნიშნულია, რომ თუ კვიპროსში ცალმხრივი და დიალოგის საზიანო საქციელს  ეძებენ, მაშინ ბერძნულ მხარის მიერ კვიპროსელი თურქების მიმართ განხორციელებულ იზოლაციას და შეზღუდვებს უნდა გადახედონ. მათივე თქმით, კვიპროსის საკითხის მოგვარება მაში იქნება შესაძლებელი, თუ ევროკავშირი და გაერო მოვლენებს მიუკერძოებლად და სწორი პერსპექტივიდან განიხილავენ რა, ამის მოლოდინი აქვთ. ეს ყველაფერი კი არსებული პრობლემის მოგვარების რეალისტური და მდგრადი შერიგებისათვის აუცილებელია.



მსგავსი ინფორმაციები