თურქეთი და რუსეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებენ

თურქეთი და რუსეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებენ

1525671
თურქეთი და რუსეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას გააკონტროლებენ

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

საპრეზიდენტო კომუნიკაციების დირექტორატის განცხადების თანახმად, საუბრის დროს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობების, მთიანი ყარაბაღის და სირიის თაოსნობით რეგიონალური მოვლენები განიხილეს.

ერდოღანმა განაცხადა, რომ წინა საღამოს სწორი ნაბიჯი გადაიდგა მთიანი ყარაბაღის საკითხის საბოლოო გადაწყვეტის გზაზე.

პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, საჭიროა თურქეთის და რუსეთის ინტენსიური მონაწილეობით მიღებული ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობის ხელიდან არ გაშვების გარეშე სამართლიანი და საბოლოო მშვიდობისა და რეგიონში სტაბილურობის დასამყარებლად გამოყენება და რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის და ერთობლივ განცხადებებში აღნიშნული დაპირებების შესრულება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთიც სომხეთის ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აზერბაიჯანის მიერ განსასაზღვრ ადგილზე შესაქმნელი ერთობლივი ცენტრის საშუალებით, რუსეთთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის დაკვირვებისა და გაკონტროლების საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას და ამის გამო რუსულ მხარეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება.

ერდოღანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელების სამშობლოში დაბრუნების, რომელთაც სომხეთის ოკუპაციის გამო მოუწიათ ყარაბაღის დატოვება და აზერბაიჯანსა და ნახიჭევანს შორის დერეფნის გახსნის მნიშვნელობას.

თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მთიანმა ყარაბაღმა აჩვენა რეგიონული კონფლიქტების და კრიზისების მოგვარებაში თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის მნიშვნელობა და რომ იგივე თანამშრომლობის სულისკვეთება უნდა განხორციელდეს სირიის კრიზისისთვის და აქაც შესაძლოა მსგავსი მექანიზმის შექმნა.



მსგავსი ინფორმაციები