პრეზიდენტი: "რუსეთის თავდასხმა იდლიბში იმის ნიშანია, რომ რეგიონში არ სურთ მშვიდობა"

პრეზიდენტი: "რუსეთის თავდასხმა იდლიბში იმის ნიშანია, რომ რეგიონში არ სურთ მშვიდობა"

1517587
პრეზიდენტი: "რუსეთის თავდასხმა იდლიბში იმის ნიშანია, რომ რეგიონში არ სურთ მშვიდობა"

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სიტყვით გამოვიდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე.

„დაეშ-ს მხოლოდ თურქეთი ებრძვის. რუსეთის მიერ იდლიბის რეგიონში სირიის ეროვნული არმიის ძალებზე თავდასხმა იმის მაჩვენებელია, რომ რეგიონში საბოლოო მშვიდობის დამყარება არ სურთ.“-აღნიშნა ერდოღანმა. მან აღნიშნა, რომ სტრუქტურა, რომლის შექმნას ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს სირიის ერაყის საზღვრის გასწვრივ, ახალი კონფლიქტებისა და ტრაგედიების მაუწყებელია.

”თუ ჩვენთვის დანაპირები არ შესრულდება და ამ ტერორისტებს არ გაიყვანენ ჩვენს მიერ მითითებული ხაზის მიღმა, ვიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზეზი ვიმოქმედოთ, როდესაც ეს დაგვჭირდება.“
-აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, თურქეთის ძალა თუ საჭირო იქნება საკმარისია სირიის ყველა ტერორისტული ორგანიზაციისგან გასაწმენდად და დაამატა: ”ჩვენი ერთადერთი მიზანი არის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სირიელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამის გარდა, ჩვენ სხვის მიწასა და ნავთობზე თვალი არ გვიჭირავს.”

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე მოკალათებულმა ძალებმა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაცია დეაშ-ს ისე არ ებრძვიან როგორც თურქეთი, უკვე საჭიროა თამაშს თავი დაანებონ.

გუშინ წინ რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა სირიაში, იდლიბის რეგიონში, ზომიერი ოპოზიციონერების სასწავლო ბანაკი დაბომბეს და ბევრი ოპოზიციონერი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები