ერსინ თათარმა პირველი მილოცვები უკვე მიიღო

ერსინ თათარმა პირველი მილოცვები უკვე მიიღო

1511466
ერსინ თათარმა პირველი მილოცვები უკვე მიიღო

გუიშნ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულმა ერსინ თათარმა პირველი მილოცვები უკვე მიიღო. ერსინ თათარს გამარჯვება მიულოცა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. ერდოღანმა სოციალურ ქსელ, Twitter-ში მისალოცი მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩეულ ერსინ თათარს საკუთარი და თურქი ხალხის სახელით ვულოცავ ამ გამარჯვებას. თურქეთი, კვიპროსელი თურქების  უფლებებს იცავდა და დაიცავს ყოველთვის“. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შემდეგ ერსინ თათარს ტელეფონითაც დაუკავშირდა და გამარჯვება ამ ფორმითაც მიულოცა.  ერსინ თათარს თურქეთიდან პრეზიდენტად არჩევა პარლამენტის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფმა, ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ და რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმაც მიულოცა.



მსგავსი ინფორმაციები