სომხეთი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე

დღემდე 43 კაცი დაიღუპა, 218 დაიჭრა

1509561
სომხეთი აგრძელებს საჰაერო თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე

სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის მშვიდობიან დასახლებებზე შეტევები გრძელდება და ამ საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმების შედეგად 43 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 218 დაიჭრა. აზერბაიჯანის მთავარმა პროკურატურამ, 27 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე სომხეთის თავდასხმების შედეგად დაღუპულების, დაჭრილებისა და განადგურებული ქონების ანგარიში გამოაქვეყნა. მისი მიხედვით ხსენებულ პერიოდში 43 აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 218 კი დაიჭრა, გამოუსადეგარი გახდა 1592 სახლი, 79 ბინა და 290 საზოგადოებრივი შენობა. როგორც ნობილია, 10 ოქტომბერს, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ხელი მოეწერა ჰუმანიტარულ მორატორიუმს, მაგრამ, მისი შეწყვეტიდან 24 საათში სომხეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაზე, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 35 დაშავდა



მსგავსი ინფორმაციები