ერაყის პრემიერმა თურქეთის ელჩი მიიღო

ერაყის პრემიერმა თურქეთის ელჩი მიიღო

1509248
ერაყის პრემიერმა თურქეთის ელჩი მიიღო

ერაყის პრემიერ-მინისტრმა მუსტაფა ალ-ქაზიმიმ განაცხადა, რომ  თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან ანკარაში  სტუმრობასთან დაკავშირებით წერილი მიიღო.  ერაყის პრემიერის ოფისიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით,  ალ-ქაზიმმა თურქეთის ელჩი ბაღდადში, ფათიჰ ილდიზი მიიღო რა დროსაც ორ ქვეყანას შორის ყველა სფეროში ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით მესიჯი გაავრცელა თვით თურქეთის ელჩმაც და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე სხვა რეგიონალური  და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები