აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის კიდევ ერთი  უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის კიდევ ერთი  უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

1494294
აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის კიდევ ერთი  უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

აზერბაიჯანის არმიამ, სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი  უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათმა შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ხაზზე, შემქირის  რეგიონში სომხეთის კუთვნილი კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სადაზვერვო ფრენებს ახორციელებდა, ჩამოგდებულ იქნა.

 შეგახსენებთ, რომ  აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან ვითარება 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 12 ივლისის მომდევნო დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 7 სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი დაიღუპა.

მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, თოუზის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის დამრღვევი სომხეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაციდაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები