იდლიბში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა
იდლიბში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა
სირიაში, იდლიბის პროვინციაში ტერორისტებთან მომხდარი შეტაკების დროს კიდევ ერთი თური ჯარისკაცი დაიღუპა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „იდლიბში კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენი სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიგრაციისა და ადამიანური ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად რეგიონში გაგზავნილ ჩვენს ნაწილებზე, ტერორისტების მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ჩვენი კიდევ ერთი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა. დაღუპული ჯარისაცის ოჯახს, შეიარაღებულ ძალებს და თურქ ერს სამძიმარს ვუცხადებთ“. აქვე ნათქვამია, რომ თავდასხმის შემდეგ რეგიონში განსაზღვრულ სამიზნეებზე დაუყოვნებლივ მოხდა ინტენსიური შეტევა და საჭირო რეაგირება.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს
პრეზიდენტი რდოღანი ტელეფონით ესაუბრა ირანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მუჰამედ მუჰბირს
ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა
ირანში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილი გახდა