თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებენ

წვრთნები 1-5 აგვისტოს შორის ჩატარდება

1463011
თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს იწყებენ

თურქეთ-აზერბაიჯანს შორის გასამართი ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებისათვის  გაგზავნილი თურქული სამხედრო შენაერთების ერთი ნაწილი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკვე ჩავიდა. რეგიონში ჩასულ თურქ სამხედრო შენაერთებს ადგილობრივები აზერბაიჯანის და თურქეთის დროშებით და ეროვნული ჰიმნებით დახვდნენ.

ცნობისათვის, ანკარასა და ბაქოს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, 1-5 აგვისტოს შორის ჩატარდება აზერბაიჯანული და თურქული შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომელშიც ორივე ქვეყნის სახმელეთო და საჰაერო ძალები მიიღებენ  მონაწილეობას.



მსგავსი ინფორმაციები