სომხეთი, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში თურქეთის შესაძლო ჩარვის გამო შეშფოთებულია

სომხეთი, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში თურქეთის შესაძლო ჩარვის გამო შეშფოთებულია

1460291
სომხეთი, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტში თურქეთის შესაძლო ჩარვის გამო შეშფოთებულია

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა, რომ თურქეთის მხრიდან აზერბაიჯან-სომხეთს შორის დაპირისპირებაში შესაძლო ჩარევის გამო შეშფოთებული არიან. ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ფრანგულ გამოცემა, France 24-ს ინტერვიუ მისცა რა დროსაც რეგიონში არსებული სიტუაცაც შეაფასა და აღნიშნა: „ამ კონფლიქტში შესაძლო თურქეთის ჩარევის თაობაზე შეშფოთებულები ვართ. გულწრფელად ვაღიარებ, რომ  ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ ამის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს შემაშფოთებელია“. მან ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთა ხანგრძლივ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებასაც მხარს უჭერენ.

შეგახსენებთ, რომ  აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან ვითარება 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. 12 ივლისის მომდევნო დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 8 სამხედრო, მათ შორის ერთი გენერალი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები