ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

1455644
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ერსინ თათარმა განაცხადა, რომ კვიპროსელი თურქი ხალხი, ყოველთვის იდგება აზერბაიჯანის სამართლიანი ბრძოლის გვერდით.

ერსინ თათარმა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის წარმოქმნილი დაძაბულობის საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „კვიპროსელი თურქი ხალხი ყოველთვის იდგება აზერბაიჯანის სამართლიანი ბრძოლის გვერდით. სომხეთის მხრიდან განხორციელებული ქმედება მიუღებელია და იგი პასუხგაუცემელი  არ დარჩება. სომხეთი ადრე თუ გვიან ამ აგრესიული თავდასხმის საფასურს აუცილებლად გადაიხდის. სომხეთი სამწუხაროდ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის თვალსაზრისით ყოველთვის ქმნის პრობლემებს. აზერბაიჯანზე განხორციელებული ბოლო თავდასხმაც  ამის ნათელი მაგალითია. მომხდარის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს ვუცხადებ, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.



მსგავსი ინფორმაციები