ოპერაცია  „ვეფხვის კლანჭის“  რეგიონში ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს კიდევ 3 ტერორისტი იქნა განეიტრალებული

1453851
ოპერაცია  „ვეფხვის კლანჭის“  რეგიონში ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „ვეფხვის კლანჭის“  ფარგლებში ტერორისტებთან მომხდარი შეტაკების დროს კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას,  ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე განცხადების მიხედვით რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს კიდევ 3 ტერორისტი იქნა განეიტრალებული. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერაყის  ჩრდილოეთ ნაწილში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „ვეფხვის კლანჭი“, მიმდინარე წლის  28 მაისს დაიწყო.  



მსგავსი ინფორმაციები