აშშ-ი ირანზე სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს

ამის შესახებ ბრაინ ჰუკმა განაცხადა

1447372
აშშ-ი ირანზე სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ირანის საკითხებში ბრაიან ჰუკმა, ისრაელის ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი განიხილავენ სამხედრო ჩარევის შესაძლებლობას ირანზე, თუ იგი გააგრძელებს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობა-მოპოვებას. მისივე თქმით, დონალდ ტრამპმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ირანი ვერასდროს ვერ შექმნის და ვერ მოიპოვებს ბირთვულ იარაღს და მის ფარგლებში განიხილება სწორედ სამხედრო ჩარევის ვარიანტიც. როგორც ცნობილია, 2015 წელს, ირანსა და დასავლეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც მოხდა ირანის ბირთვული მოქმედებების ორგანიზება და კონტროლირება. თუმცა, დონალდ ტრამპმა ცალმხრივად დატოვა ეს შეთანხმება და ირანის მიმართ სანქციების დაწესება დაიწყო. ამის საპასუხოდ ირანმა 2019 წლის ივლისში გამოაცხადა, რომ მან შეაჩერა ბირთვული ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი, ხოლო 2020 წლის 5 იანვარს კი, ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ვალდებულება



მსგავსი ინფორმაციები