თურქი სამხედროები ხაფთანინშია...

ჩრდილოეთ ერაყში არსებული ტერორიზმის ბუდეების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

1437554
თურქი სამხედროები ხაფთანინშია...

თურქი სამხედროები ხაფთანინშია...

ჩრდილოეთ ერაყში არსებული ტერორიზმის ბუდეების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ ეს ფაქტი ასეთი განცხადებით გაახმაურა: „დაიწყო ოპერაცია კლანჭი-ვეფხვი. ჩვენი გმირი კომანდოსები ხაფთანინში არიან.“

 „ჩვენი კომანდოსები, საჰაერო ძალების, მოიერიშე ვერტმფრენების, უპილოტო საფრენი აპარატების, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების მხარდაჭერით, საჰაერო თავდასხმის ოპერაციით რეგიონში შევიდნენ.“-ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ოპერაცია ჩატარდა საერთაშორისო კანონმდებლობით თავდაცვის ლეგიტიმური უფლებების ჩარჩოების ფარგლებში PKK-ს და სხვა ტერორისტული ელემენტების წინააღმდეგ, რომლებმაც გაახშირეს ძალადობა და თავდასხმა პოლიციის განყოფილებებზე და ბაზისურ ადგილებზე.

სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს სტრუქტურის წინააღმდეგ, რომელიც ერაყის ჩრდილოეთითაა განთავსებული და ათწლეულების განმავლობაში ემუქრება თურქეთის საზღვრებს, საჰაერო ოპერაცია „კლანჭი-არწივი“ გუშინ წინ ღამით დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები