საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა

1423812
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა
GURCISTAN_BAĞIMSIZLIK_GUNU 1.jpg
GURCISTAN_BAĞIMSIZLIK_GUNU 3.jpg
GURCISTAN_BAĞIMSIZLIK_GUNU 4.jpg

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლების წარმომადგენლები ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზას ეწვივნენ და აქ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ.  

„ყველა თაობას საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბრძოლისთვის ჰყავდა თავისი გმირი. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ გმირებს და გვახსოვდეს მათი სახელები. საქართველო დღეს თავისუფალია და ეს არის ჩვენი გმირების დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო და დღეს საქართველოს ჯარს ამ ფუნქციის, ამ მისიის შესრულებაში უდიდესი როლი აქვს. დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, ჩვენი ერთიანობა, ჩვენი ჯარის წარმატება არის გარანტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, ჩვენი ეფექტური თანამშრომლობის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან და საქართველოს ჯარს ამაში აქვს უდიდესი ფუნქცია, ყველაზე დიდი მნიშვნელობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად, შრომით, “- აღნიშნა სიტყვით გამოსულმა პრემიერმა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრსა და თბილისის მერთან ერთად, გვირგვინით შეამკო საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი და პატივი მიაგო გმირების ხსოვნას.

ღონისძიების დასასრულს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული თავდადებისა და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაში შეტანილი წვლილისთვის თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა მედლით დაჯილდოვდნენ სამხედრო და სამოქალაქო პირები.



მსგავსი ინფორმაციები