ირანი, სპრსეთის  ყურეში ამერიკული საზღვაო ხომალდების განადგურებით იმუქრება

ირანი, სპრსეთის  ყურეში ამერიკული საზღვაო ხომალდების განადგურებით იმუქრება

1404039
ირანი, სპრსეთის  ყურეში ამერიკული საზღვაო ხომალდების განადგურებით იმუქრება

ირანის რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელმა ჰოსეინ სალამიმ, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ისინი, აშშ-ის სამხედრო გემებს, თუ მათ ხომალდებს საფრთხეს შეუქმნიან,  გაანადგურებენ. ირანის ნახევრად სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო  „თასნიმი“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსეინ სალამიმ აღნიშნულის შესახებ, ირანსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის პრობლემურ საკითხად ქცეულ   სპარსეთის ყურეში ვიზიტის დროს განაცხადა. „მე ბრძანება გავეცი ჩვენს საზღვაო ძალებს, გაანადგურონ ნებისმიერი ამერიკული ტერორისტული ძალა სპარსეთის ყურეში, რომელიც ირანის სამხედრო თუ არასამხედრო გემებს საფრთხეს შეუქმნიან“, განაცხადა ირანის  რევოლუციური გვარდიის ხელმძღვანელმა ჰოსეინ სალამიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა,  ამერიკის სამხედრო ძალებს ბრძანება მისცა ირანის ხომალდები გაანადგურონ, თუ ისინი მათ საფრთხეს შეუქმნიან.



მსგავსი ინფორმაციები