რუსეთის ეკონომიკა გამოწვევებს ვერ უძლებს

ნავთობის ფასიც და რუბლიც გაუფასურებას აგრძელებს

1381112
რუსეთის ეკონომიკა გამოწვევებს ვერ უძლებს

ბოლო რამდენიმე დღეში მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის მუდმივი ვარდნით, რუსეთის რუბლმაც 2016 წლის თებერვლის აქეთ პირველად დაიწყო გაუფასურება დოლარის წინაშე და ამის პარალელურად საფონდო ბაზარზე ზარალიც გრძელდება. ასე რომ, რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში 0.3 პროცენტით დაეცა და 82 რუბლამდე ავიდა, ხოლო  ევროსთან მიმართებაში 1.3 პროცენტით დაიწია და 89.5 რუბლამდე ავიდა. მოსკოვის საფონდო ბირჟაზეც (MICEX) საშუალო ინდექსი გახსნის დროს თითქოს ოდნავ გაუმჯობესდა, მაგრამ, შემდეგ კვლავ შემცირდა და 0.98 პროცენტით დაეცა რა,  2.091 პუნქტამდე შემცირდა, ხოლო RTS-ის ინდექსი 2 პროცენტზე მეტით დაეცა და 814 პუნქტამდე დავიდა. Brent-ის ტიპის ნავთობის ბარელზე ფასი 15%–ით დაეცა და 2003 წლის მაისიდან პირველად დაეცა 25 დოლარამდე



მსგავსი ინფორმაციები