ირანში ერთ კვირაში ფალსიფიცირებული სასმელისგან 81 ადამიანი დაღუპა

ირანში ერთ კვირაში ფალსიფიცირებული სასმელისგან 81 ადამიანი დაღუპა

1377567
ირანში ერთ კვირაში ფალსიფიცირებული სასმელისგან 81 ადამიანი დაღუპა

ირანის ჰუზისტანის, ელბურზის, ფარსის და მაზენდერანდის პროვინციებში ბოლო ერთ კვირაში ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელისგან დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა.

ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ირნა-ს ცნობით, სასწრაფო დახმარების ორგანიზაციის ფარსის განყოფილების ხელმძღვანელმა მუჰამედ ჯევად მურადიანიმა განაცხადა, რომ ფარსის პროვინციაში 9 მარტიდან დღემდე 103 ადამიანი მოიწამლა, რომლებმაც ალკოჰოლი მიიღეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, მოწამლული კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა, სხვების მკურნალობა კი გრძელდება.  

ირანის ჰუზისტანის პროვინციაში 46, ელბურზში 15, მაზენდერანში 12 ადამიანი ფალსიფიცირებული სასმელისგან დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები