ირანში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა

ირანში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა

1363059
ირანში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი დაფიქსირდა

ირანში ახალი კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტი ქალაქ ყუმში დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის პასუხისმგებელი სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით ავრცელებს. გარდაცვლილი  ორივე ინფიცირებული ირანის მოქალაქე იყო. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება პირველად გასული  წლის 12 დეკემბერს დაიწყო. მეორეს მხრივ,  ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის ბრძანებით ქვეყანაში „კორონავირუსის პრევენციისა და ბრძოლის ცენტრი“ შეიქმნა.



მსგავსი ინფორმაციები