ალეპოს რეგიონში ბრძოლები გამძაფრდა

რეჟიმის მოწინააღმდეგეები და შეიარაღებული ოპოზიცია ასადის შეჩერებას ცდილობენ

1360400
ალეპოს რეგიონში ბრძოლები გამძაფრდა

სირიის რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა და შეიარაღებულმა ოპოზიციამ, დაიწყეს ფართომასშტაბიანი ოპერაცია, რათა ხელი შეუშალონ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმის ძალების წინსვლას ალეპოს ქალაქგარე რეგიონში. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი რეჟიმის ძალებმა, რომლებიც ასადის რეჟიმისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი უცხოური შეიარაღებული ჯგუფებისგან შედგება, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოპოზიციას კიდევ 6 დასახლება წაართვეს. ამის საპასუხოდ, სირიის რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა და შეიარაღებულმა ოპოზიციამ დაიწყეს კონტრშეტევა, რათა შეაჩერონ ასადის ძალების წინსვლა ალეპოს რეგიონში. სწორედ ამ კონტრშეტევის ფარგლებში მხარეებს შორის შეტაკებები გრძელდება ალეპოს კეფერისა და მეეზენაზის ხაზთან, სადაც ოპოზიციის ძალებმა მოწინააღმდეგეების იერიში მოიგერიეს და შეაჩერეს მათი წინსვლა



მსგავსი ინფორმაციები