იდლიბში,  თურქეთის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა

იდლიბში,  თურქეთის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა

1360089
იდლიბში,  თურქეთის მხარდამჭერი მასშტაბური აქცია გაიმართა

სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე იდლიბის პროვინციაში მოსახლეობამ თურქეთის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ბოლო თვეებში ბაშარ ასადის რეჟიმის და მისი მხარდამჭერების მხრიდან ინტენსიური დაბომბვების ცენტრად ქცეულ იდლიბში, ათი ათასობით ადამიანი თურქულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე დაწერილი „ჩვენი სურვილია დავიცვათ მშვიდობიანი მოქალაქეები“, „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე კეთილი იყოს თვენი მობრძანება ჩვენო თურქო ძმებო“ წარწერებიან ტრანსფარანტებით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები  აცხადებდნენ, რომ საომარი მოქმედებების გამო იძულებით მიგრაციაში წამსვლელების ერთადერთ თავშესაფრად თურქეთი ეგულებათ.



მსგავსი ინფორმაციები