აქტუალური თემის ანალიზი 7/2020

იდლიბში ასადის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების იძულება ზავზე

1359560
აქტუალური თემის ანალიზი 7/2020

აქტუალური თემის ანალიზი 7/2020  

იდლიბში ასადის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების იძულება ზავზე

თემასთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის  შეფასებებს გთავაზობთ....

ასადის რეჟიმს დაქვემდებარებული ძალები, რუსეთის და ირანის მხარდაჭერით, ასტანის პროცესის ფარგლებში ჩამოყალიბებულ „იდლიბის დეესკალაციის ზონაში“ თავდასხმებს აგრძელებენ.  ბოლოს კი ასადის რეჟიმმა  სტრატეგიული მნიშვნელობის M4-M5 გზების დაკავება შეძლო და ამ ყველაფერმა,  რეგიონიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში თითქმის 1,5 მილიონი ადამიანის იძულებითი მიგრაცია გამოიწვია.  იდლიბის მიმართ ყოვლისმომცველი სამხედრო მოქმედება, ცხადყოფს, რომ რეჟიმი და მისი მოკავშირეები კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარების ნაცვლად, სამხედრო ქმედებებით მოგვარებას ემხრობიან. თურქეთმა კი გადადგმული სამხედრო ნაბიჯებით, ამის წინააღმდეგობა კიდევ ერთხელ მტკიცედ გამოავლინა.

რეჟიმის ძალები ბოლო  ორი კვირის განმავლობაში, ხმელეთიდან ირანზე დაქვემდებარებული შიიტური დაჯგუფებებით და ჰაერიდან რუსეთის მიერ გაწეული მხარდაჭერით ინტენსიურად ბომბავენ იდლიბს რა,  ოპოზიციის წინააღმდეგ სერიოზულ წინსვლასაც მიაღწიეს.  რეჟიმის ძალებმა, იდლიბის ყველაზე დიდი ქალაქის,  მაარათ-ელ-ნუუმანის აღების შემდეგ, ჩრდილოეთით მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის M4-M5 გზების დაკავებაც შესძლეს. 100 ათასობით ადამიანი, რომელიც აქ ცხოვრობდა,  ინტენსიური დაბომბვების გამო, იძულებული გახდა თურქეთის საზღვრისკენ გაქცეულიყო. ამ ყველაფრის შემხედვარე თურქეთი, იძულებული გახდა იდლიბში დამატებითი სამხედრო შენაერთები გაეგზავნა და ამით ასადის რეჟიმს, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა. მაგრამ, რეჟიმის მხრიდან სერაკიბის და თაფთანაზის რეგიონებში თურქულ სადამკვირვებლო პუნქტებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ანკარა იძულებული გახდა, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყებიდან დღემდე,  რეჟიმის ძალების წინააღმდეგ ინტენსიური დაბომბვები განეხორციელებინა. რეჟიმის მხრიდან თურქ სამხედროებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა თარიღის დასახელებით აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ თებერვლის თვის ბოლომდე რეჟიმის ძალები სოჭში გაფორმებული მემორანდუმით გათვლილ ტერიტორიებს არ დაუბრუნდებიან, მათ წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებდნენ.

პრეზიდენტ ერდოღანის მიერ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შემდეგ, თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან იდლიბში დამატებით  სამხედრო შენაერთების  და მძიმე ტექნიკის გადასროლა, ნათელყოფს იმას თუ, თურქეთი რეგიონში მიმდინარე მოვლენებს რაოდენ სერიოზულად აღიქვამს. თურქეთი ჯერ კიდევ ცდილობს, რეჟიმის ძალების,  სოჭში გაფორმებული მემორანდუმით გათვლილ ტერიტორიებზე დასაბრუნებლად და ამისათვის რუსეთთან ინტენსიურ პოლიტიკას აწარმოებს. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ ეს მეთოდი წარუმატებელი აღმოჩნდება, შესაძლოა ანკარამ, მის მიერ  12 სადამკვირვებლო პუნქტით  კონტროლირებად ტერიტორიიდან ასადის რეჟიმის ძალების გასაყვანად  სამხედრო ოპერაცია განახორციელოს.

რეჟიმთან ერთად ბოლო დროს რუსეთის მიერ სირიაში გადადგმული ნაბიჯები, თურქეთის ეროვნულ ინტერესებს საგრძნობლად ეწინააღმდეგება. რუსეთმა კარგად უნდა გაათვითცნობიეროს, რომ თურქეთი მისი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მოსკოვმა ასევე უნდა აღიქვას, რომ ანკარის მიერ შეთავაზებული რეგიონის სამშვიდობო გეგმა მართლაც და გასათვალისწინებელია  - წერს   საგარეო პოლიტიკის მკვლევარი  ჯან აჯუნი.



მსგავსი ინფორმაციები