ასადის რეჟიმის თავდასხმის შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ასადის რეჟიმის თავდასხმის შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

1354925
ასადის რეჟიმის თავდასხმის შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მიერ იდლიბის დაძაბულობის დეესკალაციის ზონაში არსებულ დასახლებებზე მოწყობილი თავდასხმის შედეგად 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ასადის რეჟიმმა იდლიბისა და ალეპოს რამდენიმე რეგიონზე ჰაერიდან და ხმელეთიდან თავდასხმა მოაწყო.  

სამოქალაქო თავდაცვის წყაროს ცნობით, ასადის რეჟიმის შეტევების შედეგად იდლიბის ცენტრსა და დაბებში 3, ალეპოში 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ოპოზიციის სადამკვირვებლო ცენტრის ცნობით, რუსული საბრძოლო თვითმფრინავების იდლიბის ცენტრზე თავდასხმის შედეგად 8 სამოქალაქო პირი დაიღუპა.  

ამავდროულად თურქეთის შეიარაღებული ძალები იდლიბის დაძაბულობის დეესკალაციის ზონაში სამხედრო გადაზიდვებს.

ტანკებისგან შემდგარი კოლონა იდლიბის სხვადასხვა წერტილში განლაგდა.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #ასადის რეჟიმი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები