ებრაული გაზეთის სკანდალური სტატია თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელზე

ებრაული გაზეთის სკანდალური სტატია თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელზე

1348964
ებრაული გაზეთის სკანდალური სტატია თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელზე

ისრაელში გამომავალმა ებრაულმა გაზეთმა Makor rishon-მა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან დაახლოებით არის ცნობილი,   თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ, ჰაქან ფიდანის შესახებ სკანდალური სტატია გამოაქვეყნა და იგი ერთგვარ სამიზნედ აჩვენა.  „სულთანი და სულეიმანი“ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიას,  პაზიტ რაბინი აწერს ხელს. სტატიის ავტორი, თურქეთის ეროვნული დაზვევრვის ხელმძღვანელ,  ჰაქან ფიდანს, მიმდინარე წლის 3 იანვარს ამერიკის მხრიდან ერაყის დედაქალაქ ბაღდადში განხორციელებული ოპერაციის შედეგად მოკლულ, ირანის რევოლუციური გვარდიის მთავარსარდალ ქასიმ სულეიმანის ადარებს რა, აღნიშნავს, რომ თურქეთის ეროვნული დაზვევრვის სამსახურის ხელმძღვანელი თავისი ქვეყნის სახელით, ერაყსა და სირიაში  მარიონეტულ ომს ეწევა. „ახლა ქასიმ სულეიმანი მიწის ქვეშ იმყოფება. დროა მისი ტყუპისცალ, თურქეთის ეროვნული დაზვევრვის სამსახურის ხელმძღვანელ, ჰაქან ფიდანის წინააღმდეგ შეთქმულებაზე დაიწყოს ფიქრი“, წერს ზემოთ ხსენებული სტატიის ავტორი.



მსგავსი ინფორმაციები