შვეიცარიამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის დავოსის სამიტზე მიწვევა გააუქმა

შვეიცარიამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის დავოსის სამიტზე მიწვევა გააუქმა

1344088
შვეიცარიამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის დავოსის სამიტზე მიწვევა გააუქმა

შვეიცარიამ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მუჰამედ ჯავად ზარიფის დავოსის სამიტში მონაწილეობა გააუქმა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აბბას მუსევიმ დედაქალაქ თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზარიფი ოფიციალურად შვეიცარიაში 21-24 იანვარს გასამართ რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული იქნა, პროგრამისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ტარდებოდა, თუმცა მონაწილეობა მოგვიანებით გაუქმებული იქნა.

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ, სარდლის ქასემ სოლეიმანის ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ამერიკის შეერთებული შტატების თავდასხმის შედეგად მკვლელობის შემდეგ, 8 იანვარს ერაყში აინ ალ-ასადის რეგიონში მდებარე სამხედრო ბაზა დაბომბა.

ირანმა 5 იანვარს ასევე შეაჩერა ბირთვული ხელშეკრულების შესახებ ვალდებულებებიც.


საკვანძო სიტყვები: #ირანი , #დავოსი , #შვეიცარია

მსგავსი ინფორმაციები