ერაყში ანტი სამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება

ისინი ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებას ითხოვენ

1343371
ერაყში ანტი სამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება

 

ერაყის დედაქალაქ ბაღდადსა და სამხრეთის დიდ ქალაქებში მიმდინარე ანტი სამთავრობო მიტინგების მონაწილეებმა, ცენტრალური გზების გადაკეტვის მიზნით საბურავები დაწვეს და ბარიკადები აღმართეს. დედაქალაქ ბაღდადის ცენტრალურ ტაჰრირის მოედანთან ახლოს მდებარე ტაირანის მოედანზე, მომიტინგეების ჯგუფმა ცეცხლი წაუკიდა საბურავებს და გადაკეტა რეგიონში მიმოსვლის გზები. პოლიციამ, მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ცნობილი გახდა, რომ ბაღდადის გარდა მსგავსი ანტი სამთავრობო დემონსტრაციები მოეწყო ასევე ქვეყნის სამხრეთში მდებარე დიდ ქალაქებში, ნაჯაფში, ქერბალაში, ვასითსა და ნასირიეში. ანტი სამთავრობო მიტინგების მონაწილენი დაიმუქრნენ, რომ  თუ ორშაბათს მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მაშინ დაძაბულობის ესკალაციას შეეცდებიან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ტექნოკრატიული მთავრობის შექმნისთვის დამოუკიდებელი პირის დანიშვნას, ვადამდელი არჩევნების გადაწყვეტილების მიღებას და იმ ძალოვანების გამოვლენა-დასჯას, რომლებმაც დემონსტრაციებში აქტივისტები მოკლეს. ისინი იმუქრებიან, რომ თუ მათი ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაშინ, დემონსტრაციები ორშაბათიდან ახალ ფაზაში შევა.



მსგავსი ინფორმაციები