როუჰანი ზელენსკის ლაინერის ჩამოგდების გამო ბოდიშს უხდის

როუჰანი ზელენსკის ლაინერის ჩამოგდების გამო ბოდიშს უხდის

1339052
როუჰანი ზელენსკის ლაინერის ჩამოგდების გამო ბოდიშს უხდის

ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის, უკრაინული ლაინერის  შეცდომით ჩამოგდებასთან დაკავშირებით ბოდიშს უხდის და ჰპირდება, რომ  დამნაშავეები მომხდარის გამო პასუხს აუცილებლად აგებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ  ზელენსკის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზელენსკის ადმინისტრაციიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჰასან როჰანი თავის უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა რა, ლიდერებმა,  ირანში უკრაინული ლაინერის შეცდომით ჩამოგდების საკითხი განიხილეს. „როჰანიმ, უკრაინის ხალხს და ყველა დაღუპულებს სამძიმარი გამოუცხადა. როჰანიმ, 176 ადამიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ირანის სახელით ბოდიში მოიხადა. როჰანი აღიარებს, რომ ლაინერის ჩამოგდება მათი შეცდომით მოხდა რა, პირობას დებს, რომ დამნაშავეები მომხდარის გამო აუცილებლად აგებენ პასუხს,“ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გავრცელებულ განცხადებაში. მათივე განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანს, დაღუპული ოჯახებისათვის კონპენსაციის შემცველ ნოტას გაუგზავნის.

მეორეს მხრივ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ საკითხთან დაკავშირებით კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსაც ესაუბრა ტელეფონით და მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ  8 იანვარს „უკრაინის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, აფრენიდან მალევე, ირანის დედაქალაქის მახლობლად  ჩამოვარდა, რა დროსაც ბორტზე მყოფი 176-ვე პირი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები