ავტოკატასტროფა ირანში

ავტოკატასტროფა ირანში

1337968
ავტოკატასტროფა ირანში

ირანის მაზანდარანის პროვინციაში ერთ-ერთი სამგზავრო ავტობუსის გადაბრუნების შედეგად წინასწარი მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც თეირანიდან ქალაქ  გომბედე-კავუსის მიმართულებით ასრულებდა რეისს, მაზანდარანის პროვინციაში გადაბრუნდა. ავტოკატასტროფის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა. დაშავებულები რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.


საკვანძო სიტყვები: #ავტოკატასტროფა , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები