მევლუდ ჩავუშოღლუ საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა

1328066
მევლუდ ჩავუშოღლუ საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა.

ჩავუშოღლუ და მასთან ერტად მყოფი დელეგაცია თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ რიგით მერვე შეხვედრაზე დასასწრებად თბილისში ჩავიდა, სადაც საქართველოს პრემიერმა გახარიამ მიიღო.

პრესისათვის დახურულ შეხვედრაზე თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და მათი განვითარების საკითხები განიხილეს.

შეხვედრის დღის წესრიგში ჩადგა ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის, ურთიერთ ინვესტიციების მხარდაჭერის საკითხები და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და მნიშვნელობა

შეხვედრაზე განიხილეს მომდევნო წელში გასამართი თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის უმაღლესი საბჭოს შეხვედრის და შემდეგ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საქართველოში განსახორციელებელი ვიზიტის თემები.

ჩავუშოღლუ და მასთან ერთად მყოფი დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანსაც შეხვდა.



მსგავსი ინფორმაციები