ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა

ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა

1318747
ერაყში აშშ-ს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა

ერაყის სალაჰადინის პროვინციაში სარაკეტო შეტევა განხორციელდა ბელედის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ჯარისკაცები არიან დისლოცირებული.

ერაყის უსაფრთხოების ქსელის მედიის მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი რაკეტა „კატიუშა“ ბელედის სამხედრო ბაზაზე ჩამოაგდეს.

აქვე აღნიშნულია, რომ შეტევის შედეგად არავინ დაღუპულა, ხოლო იმასთან დაკავშირებით თავდასხმა ვინ განახორციელა, ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ენბარში მდებარე აინ ალ ასედის სამხედრო ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან განლაგებული, ორი დღის წინ სარაკეტო თავდასხმა მოხდა.



მსგავსი ინფორმაციები