ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

1305616
ისრაელის მიერ ღაზაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ისრაელის ჯარების მიერ ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორში, გუშინ დილიდან მოყოლებული განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ისრაელის მხრიდან გუშინ დილიდან მოყოლებული განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, ხოლო 69 ადამიანი დაშავდა. სამინისტრო თავის განცხადებაში დაღუპულების ვინაობას არ ასაჯაროებს. შეგახსენებთ, რომ ისრაელს და  პალესტინას შორის ისედაც დაძაბული ვითარება, გუშინ, ისრაელის ჯარების მიერ ღაზას სექტორში პალესტინური ორგანიზაცია „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაურის ბაჰა აბუ ალ-ათა-ს სახლზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. ამ თავდასხმის დროს ორგანიზაცია  „ისლამური ჯიჰადის“ საველე მეთაური ბაჰა აბუ ალ-ათა და მისი მეუღლე,  ესმა აბუ ალ-ათა დაიღუპნენ. მეორეს მხრივ ისრაელის მთავრობამ ქვეყანაში  უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები იმ რეგიონებსა და ქალაქებში იმოქმედებს, რომლებიც ღაზის სექტორიდან 80 კილომეტრში მდებარეობს რა, ამ რეგიონებში 48 საათიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.



მსგავსი ინფორმაციები