ტერ-ორგანიზაცია  YPG/PKK-ს ტერაქტი ქამიშლიში

ქალაქი ქამიშლიში 2013 წლიდან მოყოლებული ტერ-ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მიერ არის ოკუპირებული

1304523
ტერ-ორგანიზაცია  YPG/PKK-ს ტერაქტი ქამიშლიში

თურქეთ-სირიის საზღვართან,  სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია  YPG/PKK-ს ტერორისტების მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად წინასწარი მონაცემებით ხუთი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. შემთხვევა მარდინის ნუსაიბინის რაიონის მოპირდაპირე მხარეს სირიის ტერიტორიაზე ქალაქ, ქამიშლიში მოხდა. ტერაქტი ერთი მოტოციკლეტით და სამი წინასწარ დანაღმული ავტომობილით განხორციელდა. ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად ასევე ირგვლივ მყოფი ბინები სერიოზულად დაზიანდა. ქალაქი ქამიშლი 2013 წლიდან მოყოლებული ტერ-ორგანიზაცია, YPG/PKK-ს მიერ არის ოკუპირებული.



მსგავსი ინფორმაციები