სირიაში თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახიდან 3 ბავშვი დაიღუპა

სირიაში თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახიდან 3 ბავშვი დაიღუპა

1301398
სირიაში თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახიდან 3 ბავშვი დაიღუპა

სირიაში ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერი რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავების მიერ იდლიბის დეესკალაციის ზონაში სამოქალაქო დასახლებებსა და სამხედრო ოპოზიციის ფრონტის ხაზებზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახიდან 3 ბავშვი დაიღუპა.  

ასადის რეჟიმმა იდლიბის დეესკალაციის ზონის საზღვრებში მდებარე ჯისირ ეშ შიღურის რაიონში, სოფლებზე ჯანუდიეზე, შეიხ სინდიანზე, განიეზე, კეფერ სეჯნეზე, ბაარბოსა და სიტიჰ ედ დეირზე ხმელეთიდან და ჰაერიდან თავდასხმა განახორციელა.

ოპოზიციის ინფორმაციით, რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავებმა იდლიბის სოფლები შეიხ მუსტაფა, ნუკეიერი, ჰასანე, ტეჰტაია, ბსიდა, ჯიბალა, ედ დარ ელ კებირე, ეტ ტინე და მუშეირიფე დაბომბეს.

იდლიბის სამოქალაქო თავდაცვის უფლებამოსილთა თქმით, გუშინ საღამოს საათებში იდლიბის სოფელ დარ ელ კებირეზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახიდან 3 ბავშვი დაიღუპა, ერთი მშვიდობიან მოქალაქე დაიჭრა.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფების მომხდარის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს აგრძელებენ.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #სირია

მსგავსი ინფორმაციები