300 რუსი სამხედრო პოლიციელი თურქეთ-სირიის საზღვართან მივიდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაახლოებით 300 რუსი სამხედრო პოლიციელი თურქეთ-სირიის საზღვართან მივიდა

1294673
300 რუსი სამხედრო პოლიციელი თურქეთ-სირიის საზღვართან მივიდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაახლოებით 300 რუსი სამხედრო პოლიციელი თურქეთ-სირიის საზღვართან მივიდა.

სამინისტროში გაკეთებული წერილობითი განცხადების თანახმად, თურქეთსა და რუსეთს შორის სოჭში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაგზავნილი დამატებით ძალები თურქეთ-სირიის საზღვართან მივიდნენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსი სამხედრო პოლიციელები სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია YPG/PKK-ს ნაწილების და შეიარაღების სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში გატანაში მიიღებენ მონაწილეობას და დამატებულია: „ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო პოლიციელი, სპეციალური მისიის შესასრულებლად სირიაში ჩავიდა.“

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთი სირიაში მდებარე ჰმეიმიმის საჰაერო ბაზაზე 20-ზე მეტ ჯავშანტრანსპორტიორს გააგზავნის.  

 


საკვანძო სიტყვები: #სირია , #თურქეთი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები