რუს სამხედროებმა სირიაში, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ზონაში პირველი პატრულირება განახორციელეს

რუს სამხედროებმა სირიაში, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ზონაში პირველი პატრულირება განახორციელეს

1293742
რუს სამხედროებმა სირიაში, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ზონაში პირველი პატრულირება განახორციელეს

თურქეთ-რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში რუს სამხედროებმა სირიაში, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ზონაში პირველი პატრულირება განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:  „სოჭში, 22 ოქტომბერს რუსეთისა და  თურქეთს  შორია გაფორმებული  მემორანდუმის შესაბამისად, ჩვენმა სამხედრო პოლიციელებმა  სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დადგენილი პატრულირება პირველად განახორციელეს.“ შეგახსენებთ, რომ  რუსი სამხედრო პოლიციელები სირიაში, თურქეთის საზღვრის მიმდებარე ზონაში პატრულირებას სოჭში, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით ორ ქვეყანას შორის გაფორმებული 10 პუნქტიანი მემორანდუმის,  მეხუთე მუხლის ფარგლებში ახორციელებენ. თურქეთ-რუსეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის მეხუთე პუნქტში ნათქვამია: „23 ოქტომბრის დილის  12:00 საათიდან დაწყებული, სირიის ტერიტორიაზე, სირია-თურქეთის საზღვართან, ოპერაცია „მშვიდობის წყარო“-ს  მიღმა ტერიტორიაზე, განთავსდება რუსული სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო სამსახური, რომლებიც ხელს შეუწყობენ YPG-ს  წევრების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით,  150 საათის დროში.“



მსგავსი ინფორმაციები