ციხის კადრები გავრცელდა საიდანაც ტერორგანიზაცია „დაეშ“-ის წევრები გაათავისუფლეს

ციხის კადრები გავრცელდა საიდანაც ტერორგანიზაცია „დაეშ“-ის წევრები გაათავისუფლეს

1287919
ციხის კადრები გავრცელდა საიდანაც ტერორგანიზაცია „დაეშ“-ის წევრები გაათავისუფლეს

სირიაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/PYD-YPG-ს წევრი ტერორისტების მიერ აღებულ ტელ აბიადში მდებარე იმ ციხის კადრები გავრცელდა საიდანაც მათ ტერორგანიზაცია „დაეშ“-ის წევრები გაათავისუფლეს.  

ტელ აბიადში, რომელზედაც თურქეთი კონტროლს ამყარებს, აღმოჩნდა, რომ საპყრობილე ცარიელია.

საპყრობილე მთლინად ცარიელია და მაღალი კედლებით შემორაგული შენობის კარები ღიაა. YPG-ელი ტერორისტების მიერ მიტოვებულ ციხეში ტერორგანიზაციის ლიდერის პოსტერები და სხვადასხვა დოსიეები დააფიქსირეს.

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „როდესაცDEAŞ-ის საპყრობილეში მივედით ვნახეთ რომ იგი YPG-მა ტერორისტებმა დაცალეს, იქ მყოფი DEAŞ-ელები გაიტაცეს.“



მსგავსი ინფორმაციები